A
A A A
a A

14 მარტის სხდომის შედეგები

14 მარტს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარულება, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება 2018 წლის 13 მაისს.

დღესვე კომისიამ მიიღო დადგენილებები საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განისაზღვრის შესახებ; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქციის თაობაზე; სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის და ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.

დღეს გამართულ სხდომაზე კომისიამ ცვლილებები შეიტანა „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში.

სხდომაზე მიღებული დადგენილებების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები დამტკიცდა.

დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა დადგინდა (50 ხელმოწერა); დამტკიცდა საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობაც.

კომისიის წევრებმა განსაზღვრეს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები; დაამტკიცეს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი.

დღეს მიღებული განკარგულების საფუძველზე განისაზღვრა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ვადები.

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ: „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“, „საქართველოს ერთიან ახალგაზრდთა კავშირი“ და „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“.

დღესვე ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩია:

№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია - ირმა მარიკაშვილი

№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია - ლია წამალაიძე

№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია - გია თაბაგარი

№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია - ლაშა კილაძე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა; საბუთების მიღება 2018 წლის 15 და 16 მარტს (18:00 სთ-მდე) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იწარმოებს (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).

შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა აგრეთვე №9 ნაძალადევის, №11 საგარეჯოსა და №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად; საბუთები 2018 წლის 15 - დან 28 მარტის ჩათვლით (18:00 სთ-მდე) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.) მიიღება.