A
A A A
a A

17 მარტის სხდომის შედეგები

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე, კომისიის წევრებმა პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე დადგენილება მიიღეს. კომისიამ ასევე დადგენილებით განსაზღვრა 2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ვადები.

დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს განკარგულება 2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებითი წესისა და ვადების დადგენის შესახებ.

2018 წლის 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ: „მრავალ ეთნიკური ერთობა“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“ და „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრი“.

2018 წლის 13 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, კომისიამ №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად ნანა გოგინავა აირჩია.