A
A A A
a A

23 მარტის სხდომის შედეგები

23 მარტის სხდომაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა რეგისტრაციაზე საინიციატივო ჯგუფების შემადგენლობას და მათ მიერ  შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხებს შემდეგი ფორმულირებით:  

  • „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა, საფინანსო ორგანიზაციებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სასესხო წლიური საპროცენტო განაკვეთი (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში) განსაზღვრონ არაუმეტეს წლიური 8%-ით” (საკითხი წარმოადგინა საინიციატივო ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე ბრეგაძე, ვლადიმერ სადღობელაშვილი, დავით ნემსაძე, კონსტანტინე მორგოშია, ბექა რევაზიშვილი, ლევან ოსიძე, მერაბ ზუხბაია, იოსებ ხიმშიაშვილი, გია რობაქიძე და თინა ჩაჩუა);
  • ,,თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის რეკვიზიტებს დაემატოს ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა?“ (საკითხი წარმოადგინა საინიციატივო ჯგუფმა შემადგენლობით: ა.ბრეგაძე, ვ.სადღობელაშვილი, დ.ნემსაძე, კ.მორგოშია, ბ.რევაზიშვილი, ლ.ოსიძე, მ.ზუხბაია, ი.ხიმშიაშვილი, გ.რობაქიძე, თ.ჩაჩუა);
  • „თანახმა ხართ თუ არა საქართველოში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (გარდა სამეცნიერო, სპორტულ-კულტურული, ხელოვნების, ჯანმრთელობის დაცვის, ეკოლოგიურ-სასოფლო-სამეურნეო სფეროებისა) ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან?” (საკითხი წარმოადგინა საინიციატივო ჯგუფმა შემადგენლობით: ა.ბრეგაძე, ვ.სადღობელაშვილი, დ.ნემსაძე, კ.მორგოშია, ბ.რევაზიშვილი, ლ.ოსიძე, მ.ზუხბაია, ი.ხიმშიაშვილი, გ.რობაქიძე, თ.ჩაჩუა)

სარეფერენდუმო საკითხების ფორმულირება ცესკოს 2018 წლის 10 მარტის სხდომაზე დაზუსტდა.

ცესკომ „საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ცენტრალური კომისიის 2017 წლის 5 აპრილის №22/2017 განკარგულებაში ცვლილებები შეიტანა.

კომისიის წევრებმა 2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი” (IFES) დაარეგისტრირეს, ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად კი - „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და "მწვანე დედამიწა"

დღევანდელ სხდომაზე  №86 ზემო აფხაზეთის  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად  დარიკო ტაბატაძე აირჩიეს.