A
A A A
a A

28 მარტის სხდომის შედეგები

28 მარტს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ მათი წერილობითი მომართვის საფუძველზე განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№ 2 - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“;

№ 3 - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“;

№ 4 - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“;

№ 5 - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

№ 8 - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

№ 17 - „საქართველო“;

№ 23 - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;

№ 27 - „ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა“;

№ 41 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;

 

ხოლო ორ საარჩევნო სუბიექტეს რიგითი ნომრები წილისყრის შედეგად მიენიჭა:

№ 40 - „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გოგი წულაია)“

№ 21 - „ტრადიციონალისტები“

დღესვე, კომისიამ მიიღო დადგენილება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ. ცესკომ, ასევე მიიღო განკარგულება საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათის სახის დადგენის შესახებაც.