A
A A A
a A

31 მარტის სხდომის შედეგები

31 მარტს გამართულ სხდომაზე ცვლილებები შევიდა ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №34/2018 განკარგულებაში „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე”.

კომისიამ დღესვე 2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებად დაარეგისტრირა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) და „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI); ამავე არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ: ა.(ა).ი.პ. „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები”, ა.(ა).ი.პ. „ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსათვის“, ა.(ა).ი.პ. „ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი“ და ა.(ა).ი.პ. „სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ №4 კრწანისის და №23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. საბუთები ცესკოში 1-დან 14 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე) მიიღება (მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).