A
A A A
a A

შესარჩევი კონკურსი №4 კრწანისის და №23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

 

 1.№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია - ერთი ვაკანტური თანამდებობა 

                        თანამდებობრივი სარგო - 950 ლარი 

2. №23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია - ერთი ვაკანტური თანამდებობა

                        თანამდებობრივი სარგო - 1000 ლარი 

 

განაცხადები მიიღება 2018 წლის 1 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.);

 კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

 

  1. განცხადება (ივსება ადგილზე);
  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი ;
  3. უმაღლესი განათლების ( აგრეთვე აკადემიური ( სამეცნიერო ) ხარისხის – თუ აქვს ) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი ;
  4. ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
  5. კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
  6. ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
  7. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი.

შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.