A
A A A
a A

შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსახორციელებელი ცვლილებები გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა.  აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო წინადადებების სახით განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეცა.

შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნული ცვლილებების საჭიროებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის აუცილებლობაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, ცესკოს წევრები არჩილ ანასაშვილი, ზურაბ ხრიკაძე და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ძაგანია ესაუბრნენ. ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.

პრეზენტაციის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წარდგენილი უმეტესი ცვლილებები დადებითად შეაფასეს; ხოლო ცალკეულ საკითხებზე შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი რეკომენდაციები და მოსაზრებებიც წარმოადგინეს. 

სულ: 20 ფოტო