A
A A A
a A

6 აპრილის სხდომის შედეგები

6 აპრილს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სწავლების ცენტრის მორიგი საგრანტო კონკურსის დაფინანსების მიმართულებების განსაზღვრის შესახებ მიიღო განკარგულება.

საგრანტო კონკურსისთვის სამი მიმართულება განისაზღვრა:

1.ამომრჩეველთა ინფორმირება 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის;

2.ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის;

3.მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის.

დღესვე კომისიის წევრებმა 2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად ა.(ა).ი.პ. „მომავლის არჩევანი“ და ა.(ა).ი.პ. „საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატთა ასოციაცია“ დაარეგისტრირა.