A
A A A
a A

ცესკოს წარმომადგენლებმა 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ კომისიის წევრთან დიმიტრი ჯავახაძესთან და ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად მიაგო პატივი. როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, 9 აპრილი არის თავგანწირვის ის მაგალითი, რომელმაც ქართველი ხალხის ცნობიერება შეცვალა, - „ამ დღეს ახალგაზრდებმა შიშველი ხელებით სცადეს ტანკების შეჩერება და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, თითოეული ცხრა აპრილს იყო ერთსულოვანი. საქართველოს ისტორიაში ეს არის გმირობის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ტრაგიკული, მაგრამ საამაყო ფურცელი, რომელიც თაობებს მაგალითად დარჩებათ,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ: 15 ფოტო