A
A A A
a A

კანტის აკადემიის მოსწავლეები ცესკოში

11 აპრილს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანტის აკადემიის მოსწავლეები ესტუმრნენ. ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა და არჩევნების მნიშვნელობაზე, ცესკოს მიერ დაგეგმილ აქტივობებზე და უკვე განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზე ესაუბრა. მან ახალგაზრდებთან ყურადღება გაამახვილა იმ ინოვაციურ სერვისებზე, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ახორციელებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

„ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და შესაბამისად, ხალხი არჩევნების მეშვეობით გამოხატავს თავის ნებას და მიავლენს თავის წამორმადგენელს საკანონმდებლო თუ ადგილობრივ ორგანოში, მერად თუ პრეზიდენტად. არჩევნების მნიშვნელობაც სწორედ ის არის, რომ თითოეულ მოქალაქეს მიეცეს საშუალება საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოხატოს უსაფრთხო გარემოში, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ისე როგორც მას სურს,“- აღნიშნა თავმჯდომარის მოადგილემ მოსწავლეებთან საუბრისას. 

ვიზიტის ფარგლებში, ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა არჩევნების არსის და საარჩევნო პროცესში  ამომრჩევლის როლის შესახებ სემინარი სახელწოდებით - „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩაატარეს. სემინარის ფარგლებში ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრის პროცესი: ახალგაზრდებმა პრაქტიკაში განახორციელეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გადის.  

შეხვედრის დასასრულს კანტის აკადემიის მოსწავლეებმა ცესკოში განთავსებული ისტორიული ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

 

სულ: 25 ფოტო