A
A A A
a A

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა III ეტაპის ტრენინგები საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის

2018 წლის 28 აპრილს №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 16 აპრილიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების - კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის სწავლებას.

ტრენინგზე განხილულ იქნება შემდეგი სასწავლო მოდულები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები (მათ შორის, საარჩევნო დოკუმენტაციასთან მუშაობა, შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესი);
  • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
  • არჩევნების უსაფრთხოება.

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.