A
A A A
a A

13 აპრილის სხდომის შედეგები

13 აპრილს გამართულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად ზურაბ ხრიკაძე აირჩიეს.

დღესვე კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს კანონმდებლობის შესაბამისად განესაზღვრათ რიგითი ნომრები, მათი წერილობით მომართვის საფუძველზე:

№2 - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“

№41 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

საარჩევნო სუბიექტს  „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გოგი წულაია)“ დღევანდელ სხდომაზე, წილისყრის შედეგად მიენიჭა რიგითი ნომერი - №32.

დღესვე, ცესკოს განკარგულებით ცვლილება შევიდა „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 28 მარტის №83/2018 განკარგულებაში.

კომისიამ 2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად  „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობა“ დაარეგისტრირა.

დღესვე ცესკომ მიიღო განკარგულება, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გრანტების მირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ.