A
A A A
a A

ცესკომ 2018 წლის 13 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

13 აპრილის სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა.

კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს კანონმდებლობის შესაბამისად, მათი წერილობით მომართვის საფუძველზე განესაზღვრათ რიგითი ნომრები:

№2 - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“

№41 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

საარჩევნო სუბიექტს  „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გოგი წულაია)“ წილისყრის შედეგად მიენიჭა რიგითი ნომერი - №32.