A
A A A
a A

ცესკოს თავმჯდომარის ვიზიტი ალბანეთში

ალბანეთში 10-11 აპრილს გამართულ საპარლამენტო სემინარში ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მიიღო მონაწილეობა. სემინარი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხებოდა როგორც დემოკრატიულ პროცესებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას. ტირანაში გამართულ ორდღიან ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ევროსაბჭოს წარმომადგენლები და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ.

სემინარის მონაწილეებმა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული კარგი და ცუდი პრაქტიკაც განიხილეს.

თამარ ჟვანიამ სემინარზე წარადგინა პრეზენტაცია საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების როლის შესახებ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გადაჭრის საკითხებში და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოცდილებაზეც ისაუბრა.  

ერთობლივი საპარლამენტო სემინარი ტირანაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) და ვენეციის კომისიის მიერ, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული

სულ: 2 ფოტო