A
A A A
a A

ვიზიტი უნგრეთში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები 8 აპრილს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ.

ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, ცესკოს წევრი ლევან მაისურაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან დანგაძე კენჭისყრის დღეს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ ხმის მიცემის პროცედურებს.

ისინი ასევე შეხვდნენ უნგრეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და გაეცნენ ქვეყანაში არსებულ საარჩევნო სისტემას და საპარლამენტო არჩევნების სპეციფიკას.

საქართველოს ცესკოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით უნგრეთში 7-9 აპრილს იმყოფებოდნენ.

სულ: 6 ფოტო