A
A A A
a A

ცესკოს წარმომადგენლები აზერბაიჯანში პრეზიდენტის არჩევნებს დააკვირდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლები აზერბაიჯანში, 11 აპრილს პრეზიდენტის არჩევნებს დააკვირდნენ. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი თამაზ შარმანაშვილი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სეხნიაშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ივანე ბურდული და სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე მოდებაძე ქალაქ ბაქოში, საარჩევნო უბნების გახსნის, უშუალოდ კენჭისყრის და უბნების დახურვის პროცესს დაესწრნენ.

საქართველოს ცესკოს დელეგაცია სხვა დამკვირვებლებთან ერთად აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმდჯომარე მაზაჰირ პანაჰოვს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში პრეზიდენტის არჩევნებს 37 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისა და 61 სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.  

ვიზიტი  ბაქოში 9-12 აპრილს შედგა.

სულ: 4 ფოტო