A
A A A
a A

16 აპრილის სხდომის შედეგები

16 აპრილს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ.

კომისიამ ასევე მიიღო დადგენილებები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე.

კომისიამ დღესვე მიიღო განკარგულებები საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების ბიულეტენის ტექსტის დადგენისა და ამავე არჩევნებისთვის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის ფორმის დამტკიცების შესახებაც.

ცესკოს განკარგულებით დღევანდელ სხდომაზე, სწავლების ცენტრის დირექტორს თანხმობა მიეცა ბრძანებით განსაზღვროს საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღი, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადები, საკონკურსო თემატიკა, საკონკურსო მიმართულებები და პროექტის დაფინანსების ფარგლები, პროექტის ხანგრძლივობა და კონკურსის დამატებითი მოთხოვნები. სწავლების ცენტრის დირექტორს თანხმობა მიეცა ცესკოში 2018 წლის 16 აპრილის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

დღესვე 2018 წლის აპრილ-მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა - „საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება - ლაზარე“.