A
A A A
a A

20 აპრილის სხდომის შედეგები

20 აპრილს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად  დაარეგისტრირა: „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ და კავშირი „21-ე საუკუნე“, ხოლო ორგანიზაციას „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

დღესვე ცესკომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“  დაარეგისტრირა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე №40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ალბერტ თევანიანი აირჩია, №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად კი - სალომე როდონაია.