A
A A A
a A

24 აპრილის სხდომის შედეგები

დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა სხდომამდე ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს, რომელიც პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავდა. აღნიშნულ დოკუმენტის ძირითადი პრინციპებია კანონის უზენაესობა, პატივისცემა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი, რომელსაც ასევე მოაწერეს ხელი ვანისა და ხონის საოლქო საარჩევნო კომისიების და 54-ე მაჟორიტარულ  საარჩევნო ოლქში შემავალი 60 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, სადაც 28 აპრილს შუალედური არჩევნები ჩატარდება.

24 აპრილის სხდომაზე ცესკომ ამავე არჩევნებისთვის მიიღო განკარგულებები, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების არჩევის და მათი უფლებამოსილების განსაზღვრის, საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ.

დღესვე თანხმობა მიეცა საარჩევნო სიტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორს ბრძანებით განსაზღვროს საგრანტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა. აღნიშნულის შესახებ განკარგულება, ცესკომ სწავლების ცენტრის დირექტორის 2018 წლის 23 აპრილს წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი №14 დედოფლისწყაროს, №22 მარნეულის, №53 ვანის, №54 სამტრედიის, №60 ოზურგეთისა და №61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად; საბუთების მიღება ცესკოში 2018 წლის 25 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით (18:00 საათამდე) იქნება შესაძლებელი (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).

სულ: 13 ფოტო