A
A A A
a A

30 აპრილის სხდომის შედეგები

30 აპრილს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2019 წლის საბიუჯეტო განაცხადის დამტკიცების შესახებ.

ცესკომ ასევე მიიღო განკარგულება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის ფორმის, გადასატანი საარჩევნო ყუთების, ძირითადი საარჩევნო ყუთის და მისი აპარატის სახის დადგენის შესახებ.

დღესვე კომისიამ №11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ნინო კაციაშვილი აირჩია.