A
A A A
a A

5 მაისის სხდომის შედეგები

5 მაისს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცვლილება შეიტანა №24/2018 დადგენილებაში 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე. კომისიამ, ამავე არჩევნებისთვის ცესკოს წარმომადგენლების არჩევისა და მათი უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ მიიღო განკარგულება. ცესკოს წევრებმა ასევე განკარგულებით განსაზღვრეს დამკვირვებლები, რომლებიც საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესს დააკვირდებიან.

დღევანდელ სხდომაზე №09 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ნინო კიკალიშვილი, ხოლო №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ზურაბ ჩიქოვანი აირჩიეს.