A
A A A
a A

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა

8 მაისს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 48 123-ს შეადგენდა, ხოლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა - 27 932-ს; საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

№2 გიორგი უგულავა - „ბაქრაძე,უგულავა - ევროპული საქართველო“ - 10,417 (38,38%);

№17 გიორგი ლილუაშვილი - „საქართველო“ - 124 (0,46%);

№21 ზურაბ ქართველიშვილი - „ტრადიციონალისტები“ - 60 (0,22%);

№23 მამუკა ტუსკაძე - „ახალი ქრისტიან - დემოკრატები“ - 399 (1,47%);

№41 გივი ჭიჭინაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 15,705 (57,86%);

№42 ვასილ კოპალიანი - დამოუკიდებელი - 438 (1,61%).

საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია გივი ჭიჭინაძე (№41).

დღესვე კომისიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს წარმომადგენლების არჩევისა და მათი უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ მიიღო განკარგულება.

ცესკოს წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს, რომელიც 2018 წლის 13 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შემუშავდა. აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი პრინციპებია კანონის უზენაესობა, პატივისცემა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი: აღნიშნულ დოკუმენტს დღეს ასევე მოაწერეს ხელი №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და იმ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

სულ: 10 ფოტო