A
A A A
a A

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა II ეტაპის ტრენინგები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის

2018 წლის 13 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გასამართ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე პილოტურად გამოიყენება საარჩევნო ტექნოლოგიები, კერძოდ, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველი ხმას მისცემს ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით.

ელექტორატისთვის კვალიფიციური მომსახურების განხორციელების მიზნით, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კენჭისყრაში ამომრჩევლის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ცესკო და სწავლების ცენტრი №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის 10 მაისს ჩაატარებს II ეტაპის ტრენინგებს, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) სწავლებას. განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები (მათ შორის, საარჩევნო დოკუმენტაციასთან მუშაობა, შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის კომუნიკაცია საოლქო საარჩევნო კომისიასთან;
  • ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის ფუნქციონირება;
  • არჩევნების უსაფრთხოება;
  • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს ასევე დაესწრებიან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები.

ტრენინგების ჩატარების გრაფიკი.