A
A A A
a A

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა III ეტაპის ტრენინგები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის

ცესკო და სწავლების ცენტრი №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის 11 მაისს, საარჩევნო უბნების განთავსების ადგილებზე, ჩაატარებს ინსტრუქტაჟს, რომლის შემდეგ კომისიის წევრები პრაქტიკულად განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას. ეპიზოდური ინსცენირება ითვალისწინებს კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელ პროცედურებს, ბიულეტენების დახარისხებისა და დათვლის პროცედურას, ასევე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკულ სავარჯიშოს.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს ასევე დაესწრებიან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები.

ტრენინგების ჩატარების გრაფიკი.