A
A A A
a A

2018 წლის 13 მაისის კენჭისყრის პროცესი დასრულდა

საღამოს 8:00 სთ-ზე სამივე საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლები მთელი დღის განმავალობაში, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით მონაწილეობდნენ არჩევნებში და თითოეულმა მათგანმა შეძლო საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაუბრკოლებლად განხორციელება.

ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტის მონაცემები, როგორც ამომრჩეველთა ქცევის, ისე საარჩევნო პროცესის შესახებ დეტალური ანალიზის შემდეგ განიხილება ჩართულ მხარეებთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად.

აპარატიდან ამობეჭდილი ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი ხელმისაწვდომია როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს არჩევნების წინასწარ შედეგებს.

კანონმდებლობით განსაზღვრული ხმის დათვლის პროცედურები უკვე დაიწყეს საუბნო საარჩევნო კომისიებმა. ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე, აიტვირთება ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge.

რაც შეეხება ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ: საღამოს 8:00 სთ-ის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 47, 43 % (1337 ამომრჩეველი).