A
A A A
a A

სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განხორციელების გრაფიკი

ცესკო და სწავლების ცენტრი, 2018 წლის 14 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“.

სასწავლო პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 2018 წლის 10 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით პერიოდში გაიარეს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები“ ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.  სამ დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები პრაქტიკული სწავლების ფორმატში გაეცნობიან კენჭისყრის დღის პროცედურებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს.

სასწავლო კურსების ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები უზრუნველყოფენ, რომლებმაც შესაბამისი ინსტრუქტაჟი, 2018 წლის 23 აპრილიდან 10 მაისის პერიოდში, რეგიონებში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გაიარეს. 

სასწავლო კურსი 14 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდება:

I ეტაპი: 14.05.18 - 21.05.18

II ეტაპი: 21.05.18 - 28.05.18

III ეტაპი: 28.05.18 - 01.06.18

ჩატარების გრაფიკები გასაჯაროვდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე. იხილეთ I ეტაპის გრაფიკი.

სულ: 3 ფოტო