A
A A A
a A

დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის

2018 წლის 11 მაისს დასრულდა ტრენინგები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის.  აღნიშნულ ტრენინგებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებიც დაესწრნენ.

ელექტორატისთვის კვალიფიციური მომსახურების განხორციელების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა გადასამზადებლად  სწავლების ცენტრმა,  ცესკოსთან თანამშრომლობით, ტრენინგები სამ ეტაპად განახორციელა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, კენჭისყრის დღის პროცედურებს, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კენჭისყრაში ამომრჩევლის მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხებს.

ტრენინგების I ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (12 წევრი) სწავლებას დაეთმო; ტრენინგების II ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) იყო განკუთვნილი, ხოლო III ეტაპზე კვლავ საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (12 წევრი) სწავლება იყო უზრუნველყოფილი.

სწავლების ცენტრმა ტრენინგები პრაქტიკული სწავლების ფორმატში განახორციელა.

ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა.