A
A A A
a A

საინფორმაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

2018 წლის 15 მაისს,  სწავლების ცენტრში, 2018 წლის 8 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული 23 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტების ხელმძღვანელებს გააცნეს ინფორმაცია "გრანტის გაცემის წესის" შესაბამისად, საგრანტო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის საგრანტო პროექტის შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენასთან და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

სულ: 4 ფოტო