A
A A A
a A

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“

საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ გრძელდება. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, მოხალისეებთან ერთად საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას პირისპირ ხვდებიან.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საკუთარი საარჩევნო უფლებების, საარჩევნო პროცესების, არჩევნების ისტორიის და საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქცია/მოვალეობების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. მათ ასევე გადაეცემათ საინფორმაციო ბარათები 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს და თითოეულ მუნიციპალიტეტში მიმდინარე გასვლითი შეხვედრების შემდეგ, დაგეგმილია საჯარო შეხვედრები უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში ამომრჩევლებთან და ჩართულ მხარეებთან; კომისიებში ორგანიზებულ საჯარო შეხვედრებზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია  არჩევნების ისტორიის და პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების თაობაზე; ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების, მიღწევებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიაში მისულ მოქალაქეებს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა წერილობით წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და მოათავსონ კომისიაში არსებულ სპეციალურ ყუთში.

საინფორმაციო კამპანიის განხორციელებით საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს კიდევ უფრო გაძლიერდეს კომუნიკაცია ამომრჩეველსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის, მოხდეს მოქალაქეების საარჩევნო ცნობიერების ზრდა და ამომრჩეველს ჰქონდეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

კამპანიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ კონცეფციაში.

შეხვედრების გრაფიკი

სულ: 35 ფოტო