A
A A A
a A

გრძელდება სემინარები პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის

სწავლების ცენტრი ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების აქტიური ჩართულობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით აგრძელებს სემინარს  “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“.

დღეს, 17 მაისს, მორიგი სემინარი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა, რომელიც დაეთმო არჩევნების არსისა და საარჩევნო პროცესებში ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის საკითხების გაცნობას 2018 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის.  სემინარის ჩატარება უზრუნველყო სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აღნიშნული სემინარები  ასევე ჩატარდა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტი 2018 წლის 31 მაისამდე ეტაპობრივად განხორციელდება -  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

სულ: 3 ფოტო