A
A A A
a A

22 მაისის სხდომის შედეგები

22 მაისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  ცნობად მიიღო ინფორმაცია №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 13 მაისს ჩატარებული შუალედური არჩევნების, №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეული პირის შესახებ. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თვითმმართველი თემის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 თენგიზ ალმასია.

დღეს გამართულ სხდომაზე №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ვასილ ჭიაბრიშვილი, ხოლო №23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ლეო მიქელაძე აირჩიეს.