A
A A A
a A

სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განხორციელების გრაფიკი

გრძელდება სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები", რომელიც 2018 წლის 14 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები“ ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.  სამ დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები პრაქტიკული სწავლების ფორმატში გაეცნობიან კენჭისყრის დღის პროცედურებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს. ამ ეტაპისთვის სასწავლო პროექტი უკვე 4420 მონაწილემ გაიარა.

სასწავლო კურსის III ეტაპის განხორციელების გრაფიკი იხილეთ ბმულზე.

სულ: 5 ფოტო