A
A A A
a A

29 მაისის სხდომის შედეგები

29 მაისს გამართულ სხდომაზე, №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ხელახალი შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.

ცესკომ სხდომაზე №24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს გვანცა კვანჭიანს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა და შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა №24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

№65 მარტვილისა და №24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, საბუთების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით (18:00 საათამდე) იქნება შესაძლებელი (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).