A
A A A
a A

კანტის აკადემიის მოსწავლეები ცესკოში

29 მაისს ცენტრალურ საარჩვნო კომისიაში (ცესკო) ღია კარის დღე გაიმართა. კანტის აკადემიის მოსწავლეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. მან ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე და საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა არჩევნების არსის და საარჩევნო პროცესში  ამომრჩევლის როლის შესახებ სემინარი სახელწოდებით - „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩაატარეს. სემინარის ფარგლებში ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრის პროცესი: ახალგაზრდებმა პრაქტიკაში განახორციელეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების

დღეს საარჩევნო უბანზე გადის.

შეხვედრის დასასრულს კანტის აკადემიის მოსწავლეებმა ცესკოში განთავსებული ისტორიული ფოტოგამოფენა და ცესკოს ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.

სულ: 9 ფოტო