A
A A A
a A

დასრულდა სემინარები პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის

2018 წლის 30 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პროექტი „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ სწავლების ცენტრის პარტნიორ 9 უმაღლეს სასწავლებელში - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - განხორციელდა.

სწავლების ცენტრის აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის 2 საათიანი სემინარების ჩატარებას, რომელიც დაეთმო არჩევნების არსისა და საარჩევნო პროცესებში ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის საკითხების გაცნობას 2018 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის.

სემინარების ჩატარება უზრუნველყვეს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა. სტუდენტებს სემინარებში მონაწილეობის დასტურად გადაეცათ სერტიფიკატები. პროექტში  მონაწილეობა მიიღო 315-მა სტუდენტმა, მათ შორის ქალი - 249, კაცი - 66.

პროექტი “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ხორციელდება 2013 წლიდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში არჩევნების თემის პოპულარიზებას, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასა და ინფორმირებას საარჩევნო უფლებების სრულყოფილად რეალიზების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების აქტიური ჩართულობის ზრდის ხელშეწყობას.

სულ: 4 ფოტო