A
A A A
a A

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ პროფილური პროგრამა - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის

ცესკო და სწავლების ცენტრი, 2018 წლის 21 ივნისიდან 30 ივნისამდე პერიოდში, განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის.

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას. ორ დღიანი სასწავლო პროგრამა ეთმობა კენჭისყრის დღის განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესის შესწავლას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.

სასწავლო პროგრამაში გამოყენებული პრაქტიკული სწავლების ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • საარჩევნო დავების გამომწვევი მიზეზები: კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პროცედურული რისკების იდენტიფიცირება;
  • ადმინისტრაციული წარმოება;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ორგანიზება და მიმდინარეობა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მომზადება საარჩევნო დავებზე;
  • შესაგებელის ფორმა და რეკვიზიტები.

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის წარმომადგენლები.

სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს იურისტად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, სწავლების ცენტრის იურიდიული კლინიკის ან/და საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატი.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 4 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა. რეგისტრაციისთვის საჭიროა პროექტში მონაწილეობის მსურველმა შეავსოს აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა), რომელიც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლებთან ერთად წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას:

№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

შიო მღვიმელის ქ. #1

№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია

ვაჟა ფშაველას გამზ. #32

№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

ვაჟა ფშაველას გამზ. #32

№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია

კრწანისის ქ. #8

№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია

კახეთის შესახვევი #2

№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია

მესამე მასივი, კალოუბნის #18

№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ჯავახიშვილის ქ. #51

№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია

აღმაშენებლის გამზ. #140ა

№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია

სარაჯიშვილის ქ. #1

№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია

მუხიანი, მე-3 მ/რ, კორპ. #23

№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია

საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. #15

№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია

გურჯაანი, რუსთაველის ქ. №18

№13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია

სიღნაღი, დ. აღმაშენებლის ქ. №13

№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. №29

№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ლაგოდეხი, ზაქათალას ქუჩა #44

№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია

ყვარელი,   ჭავჭავაძის ქ. №34

№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია

თელავი, დავითაშვილის ქუჩა #2

№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია

ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50

№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია

თიანეთი, რუსთაველის ქ. #54

№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. #19

№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია

გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. #36

№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია

მარნეული, რუსთაველის #69

№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია

ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. #68

№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია

დმანისი, წმინდა ნინოს #39

№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია

წალკა, არისტოტელეს #17

№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

თეთრიწყარო, თამარ მეფის #35

№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მცხეთა, აღმაშენებლის #51

№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია

დუშეთი, მ. კოსტავას #23

№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია

ყაზბეგი, აღმაშენებლის ქ. #9

№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია

კასპი, კოსტავას ქ. #16

№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია

გორი, სამების ქ. #1

№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია

ქარელი, თამარ მეფის ქ. #24

№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია

ხაშური, კოსტავას ქ. #7

№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია

ბორჯომი, წმინდა ნინოს  ქ. #11

№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია

ახალციხე, რუსთაველის ქ. #45

№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია

ადიგენი, არტემ ბალახაშვილის ქ. #19

№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია

ასპინძა, ერეკლე მეორის ქ. #6

№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია

ახალქალაქი, ჯავახიშვილის ქ. #2

№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. #23

№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია

ონი, ქაფიანიძის ქ. #90

№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. #18

№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია

ცაგერი, რუსთაველის ქ. #41

№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ლენტეხი, თამარ მეფის ქ. #31

№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია

მესტია, თამარ მეფის ქ. #14

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია

ხარაგაული, 9 აპრილის ქ. #46

№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია

თერჯოლა, რუსთაველის ქ. #117

№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია

საჩხერე, მაჭავარიანის ქ. #41

№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია

ზესტაფონი, წერეთლის ქ. #5

№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია

ბაღდათი, სააკაძის ქ. #5

№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია

ვანი, თავისუფლების ქ. #63

№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია

სამტრედია, რესპუბლიკის ქ. #6

№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია

ხონი, კაკაბაძის ქ. #2

№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია

ჭიათურა, ნინოშვილის ქ. #5ა

№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. #8

№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია

წყალტუბო, ალ. ყაზბეგის ქ. #2ა

№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #31

№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ოზურგეთი, დოლიძის ქ. #1

№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია

ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #76

№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ჩოხატაური, დუმბაძის ქ. #35

№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია

აბაშა, ჯორჯიკიას ქუჩა

№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია

სენაკი, რუსთაველის ქ. #221

№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია

მარტვილის, გამსახურდიას ქ. #4

№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია

ხობი,  ცოტნე დადიანი ქ. #185

№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია

ზუგდიდი, კოსტავას ქ. #58

№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია

წალენჯიხა, სალიას ქ. #3

№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია

ჩხოროწყუ, კოსტავას ქ. #22

№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ფოთი, 26 მაისის  #7

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. #27

№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია

დაბა ქედა, წერეთლის ქ. #2

№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქობულეთი, მემედ აბაშიძის ქ. #10

№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია

შუახევი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. #2

№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ბათუმი, ტაოს ქ. #1

№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია

ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. #9

 

დამატებითი ინფორმაცია:

პროექტში მონაწილეობის მსურველს საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის გავლისას ჩაუტარდება ტესტირება, რომელიც მოიცავს კითხვებს საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან.

სწავლების ცენტრის მიერ „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები“ ჩატარდება ქ. თბილისში, მისამართზე დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ (ცესკოს შენობა). სასწავლო პროგრამა მოიცავს ორ სრულ სატრენინგო დღეს. საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურება და კვება. პროექტის ფარგლებში არ ანაზღაურდება მონაწილეთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯი.