A
A A A
a A

საარჩევნო ადმინისტრაცია სისხლის ჩაბარების აქციაში ჩაერთო

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. აქცია ცესკოში, მ. იაშვილის სახელობის კლინიკის ბაზაზე არსებულ სისხლის ბანკთან თანამშრომლობით გაიმართა.

აქციაში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მუდმივად მონაწილეობენ. ცესკო ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ყველა ბავშვს უსურვებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

სულ: 11 ფოტო