A
A A A
a A

ცესკოს წევრები სლოვენიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ

ცესკოს წევრები, არჩილ ანასაშვილი და დიმიტრი ჯავახაძე სლოვენიის რესპუბლიკაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ. ისინი ქალაქ ლუბლიანაში საარჩევნო უბნების გახსნისა და დახურვის პროცედურებს ესწრებოდნენ და მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ კენჭისყრის პროცესს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. არჩილ ანასაშვილი და დიმიტრი ჯავახაძე ასევე ადგილობრივ საარჩევნო კანონმდებლობასა და კენჭისყრის პროცედურებსაც გაეცნენ.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სლოვენიის რესპუბლიკაში 2018 წლის 3 ივნისს გაიმართა. ცესკოს წევრები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად, სადამკვირვებლო მისიაში სლოვენიის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ.

სულ: 5 ფოტო