A
A A A
a A

საარჩევნო საკითხთა მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საარჩევნო საკითხთა მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

სიმპოზიუმი საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრისა (ICPS) და პორტუგალიის ეროვნული საარჩევნო კომისიის ორგანიზებით გაიმართა. თამარ ჟვანიამ ღონისძიებაზე საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდა ამომრჩევლების ჩართულობის გაზრდასა და წახალისებაზე ისაუბრა. მან სიმპოზიუმის მონაწილეებს აღნიშნული მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები გააცნო. 

სიმპოზიუმში ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდნენ ცესკოს წევრი მარინე წულუკიძე, ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

28-31 მაისს ორგანიზებულ ღონისძიებაზე განიხილავდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: არსებული და სამომავლო საარჩევნო ტექნოლოგიები, ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო პროცესებში, არჩევნები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლები, არჩევნებში ჩართული მხარეების ტრენინგი და დასაქმება, არჩევნები და ელექტრონული საარჩევნო კამპანიის წარმოება, გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება.

სიმპოზიუმში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, საარჩევნო თემაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სულ: 5 ფოტო