A
A A A
a A

დასრულდა სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“

2018 წლის პირველ ივნისს დასრულდა სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები". ცესკომ და სწავლების ცენტრმა აღნიშნული სასწავლო პროექტი 2018 წლის 14 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელეს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები“ ითვალისწინებს მოქალაქეთა პროფილურ სწავლებას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.

სამ დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს კენჭისყრის დღის პროცედურები და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, როგორებიცაა: კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა; საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები; საარჩევნო ყუთის გახსნა; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა.

წელს სასწავლო პროექტი 5551-მა მონაწილემ გაირა, მათ შორის ქალი - 4470, კაცი - 1081, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ სასწავლო პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს. დღემდე „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები“ 11 791-მა მონაწილემ გაიარა.

სულ: 4 ფოტო