A
A A A
a A

7 ივნისის სხდომის შედეგები

7 ივნისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ №29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. საბუთების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 8 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით (18:00 საათამდე) იქნება შესაძლებელი (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).