A
A A A
a A

ტრენინგი სამართლებრივ წერასა და საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის სამართლებრივ წერასა და საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ტრენინგები მიმდინარეობს. სწავლება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ  და ცესკოს მდივანმა გახსნეს და მონაწილეებს სასწავლო კურსის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გიორგი შარაბიძემ და გიორგი ჯავახიშვილმა სასწავლო მოდულების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ტრენინგი ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიც არის  ადმინისტრაციული წარმოება, გადაწყვეტილების მომზადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. სწავლება  მოიცავს  პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ასევე  მოდულს ემოციების, რთული საუბრებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის შესახებ.

სწავლებას ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები, ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენერები და მოწვეული ექსპერტები, მაია ჯორჯიკია, დავით ღონღაძე და ტარიელ სიხარულიძე უძღვებიან.

სასწავლო კურსი 10 ჯგუფს (230 მონაწილე) ეტაპობრივად ჩაუტარდება. ჯგუფების შემადგენლობაში არიან, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, თავმჯდომარის მოადგილეები და მდივნები, ისე ცესკოს რეგიონული კოორდინატორები.

ტრენინგები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ჩართულობითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სწავლება  ცესკოში  4  ივნისს დაიწყო და   19 ივნისს დასრულდება.

 

სულ: 30 ფოტო