A
A A A
a A

იმიტირებული სასამართლო პროცესი საარჩევნო სამართალში

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი 2010 წლიდან პარტნიორ უნივერსიტეტებში ახორციელებს სემესტრული სასწავლო პროგრამას საარჩევნო სამართლის დარგში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 2 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში გაიმართა მოდელირებული სასამართლო პროცესები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით. იმიტირებულ სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ სწავლების ცენტრის წარმომადგენლები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები.

სწავლების ცენტრის მიერ ინიცირებული აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენს სიახლეს სასწავლო პროგრამაში და მიზნად ისახავს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას და ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო მიმართულებით.

სულ: 6 ფოტო