A
A A A
a A

ცესკოს დელეგაციამ კანადაში, ონტარიოს ვიზიტორთა პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაციამ კანადაში, ონტარიოს 42-ე საერთო არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზებულ, ვიზიტორთა პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

პროგრამის ფარგლებში, 6 ივნისს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ცესკოს წევრმა დავით გურგენიძემ და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ონტარიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საპრეზენტაციო შეხვედრაში. ღონისძიებაზე, საქართველოს დელეგაცია გაეცნო ონტარიოში საარჩევნო პროცედურების მოდერნიზების პროცესს, საკანონმდებლო ცვლილებებს, კიბერუსაფრთხოების საკითხებს, ახალ საარჩევნო პროცედურებს, რომელიც 7 ივნისის 42-ე საერთო არჩევნებისთვის დაინერგა. მათ, ასევე გააზიარეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

7 ივნისს, პროგრამის ფარგლებში თამარ ჟვანია, დავით გურგენიძე და ნათია ზაალიშვილი დაესწრნენ უბნების გახსნის და დახურვის პროცესს, ასევე კენჭისყრის მიმდინარეობას; არჩევნები ონტარიოში თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

5-8 ივნისს ორგანიზებულ ვიზიტორთა პროგრამაში საქართველოს ცესკოს დელეგაციამ ონტარიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოწვევით მიიღო მონაწილეობა.

სულ: 6 ფოტო