A
A A A
a A

საჯარო სექტორის ტრენერთა ტრენინგი

GIZ-ის სამართლის პროგრამის სპეციალური პროექტის „საჯარო სექტორში სწავლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიაში საერთაშორისო სერტიფიცირების მქონე ტრენერთა ტრენინგი დასრულდა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსმა გიორგი ეზუგბაიამ.

GIZ-ის სამართლის პროგრამის სპეციალური პროექტის ტრენერად მიწვეული იყო გერმანიის მოხელეთა ასოციაციის აკადემიის დირექტორი ჰანს რიგერი, რომელმაც სამეტაპიანი ტრენინგ-კურსის ფარგლებში მონაწილეებს გააცნო მოდულები, რომლებიც ეხებოდა სწავლების თანამედროვე მეთოდებს, დიდაქტიკასა და დაკვირვებისა და უკუკავშირის ტექნიკებს.

პროექტი „საჯარო სექტორში სწავლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან აქტიური თანამშრომლობით.

სულ: 4 ფოტო