A
A A A
a A

25 ივნისის სხდომის შედეგები

25 ივნისს გამართულ სხდომაზე №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად აირჩიეს ირაკლი კვარაცხელია, №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად თამთა ავალიანი, №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად კი თამთა გიორგაძე.

დღესვე გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. საბუთები მიიღება 2018 წლის 26 ივნისიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. თბილისი, 0131, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.), 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, 2018 წლის 9 ივლისის ჩათვლით.