A
A A A
a A

სასწავლო ვიზიტი მოლდოვასა და მონღოლეთის დელეგაციებისთვის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირები დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ (IDEA) ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვასა და მონღოლეთის დელეგაციებს შეხვდნენ. მოლდოვას რესპუბლიკის დელეგაციას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალინა რუსუ ხელმძღვანელობდა.

მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციისა და აუდიტის სამსახურის, ასევე მონღოლეთის აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პოლიტიკური პარტიების დაფინასების საკითხზე საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება გაუზიარეს. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს პარტიების დაფინანსებაში ცესკოს როლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თამარ ჟვანიამ დეტალურად ისაუბრა საკანონმდებლო ჩარჩოზე.

შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების დაფინანსების შესახებ დეტალურად ისაუბრა. 

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიზნობრიობაზე ისაუბრა ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

სულ: 13 ფოტო