A
A A A
a A

ღია კარის დღე ცესკოში

ორგანიზაცია „კარგი მმართველობის ინსტიტუტის“ საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეებისთვის ცესკოში ღია კარის დღე გაიმართა. „ჩემი ხმა გადამწყვეტია“, - ამ სახელწოდების პროექტის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან ახალგაზრდებს პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ესაუბრა სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს სთავაზობს და ყურადღება გაამახვილა ამომრჩევლის როლზე საარჩევნო პროცესებში.

ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ფოტო გამოფენა, რომელიც საქართველოში არჩევნების ისტორიას ასახავს. სპეციალურად მათთვის მოეწყო იმიტირებული კენჭისყრა. ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურებისა და ამომრჩევლის უფლებების შესახებ.

სულ: 13 ფოტო