A
A A A
a A

დასრულდა სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ პროფილური პროგრამა - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, 21 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში, სწავლების ცენტრმა განახორციელა ახალი სასწავლო პროგრამა „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ პროფილური პროგრამა - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებდა ორ დღიან სასწავლო პროგრამას, რომელიც დაეთმო კენჭისყრის დღის განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესის შესწავლას. პრაქტიკული სწავლების ფორმატში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • საარჩევნო დავების გამომწვევი მიზეზები: კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პროცედურული რისკების იდენტიფიცირება;
  • ადმინისტრაციული წარმოება;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ორგანიზება და მიმდინარეობა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მომზადება საარჩევნო დავებზე;
  • შესაგებელის ფორმა და რეკვიზიტები.

სასწავლო კურსი ეტაპობრივად ჩაუტარდა 6 ჯგუფს. ტრენინგი გაიარა 128 მონაწილემ, მათ შორის 77- ქალი, 51- კაცი.

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ ჩატარება უზრუნველყვეს სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა.

სულ: 5 ფოტო