A
A A A
a A

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით

2018 წლის 16 აპრილს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 29 არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ მიმართულებებზე:

  • პირველი მიმართულებაამომრჩეველთა ინფორმირება 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის
  • მეორე მიმართულება: ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის
  • მესამე მიმართულება: მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის

დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდასა და არჩევნებში მათი გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო ხასიათის პროგრამების და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2018 წლის 1 აგვისტოდან - 30  სექტემბრამდე პერიოდში განხორციელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე